ძვირფასო სამეცნიერო ბაზების მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ 2017 წლის იანვრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში აღიარებულ სამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზეLexisNexis Academic.

LexisNexis Academic – წარმოადგენს სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას სამართლის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაციო რესურსს.  მასში ხელმისაწვდომია ამერიკის, როგორც ფედერალური, ისე საშტატო სასამართლოების მასალები და  ასობით იურიდიული მიმოხილვა. ბიზნესის მიმართულების, იურიდიული და სხვა 17 000-ზე მეტი ახალი ამბის წყარო LexisNexis Academic-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ საკვლევ ინსტრუმენტად აქცევს.

აღნიშნულ ელ. ბაზაზე წვდომა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ვებ-გვერდიდან.

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ LexisNexis Academic-ის ბაზაში ძიების დაწყების შემდეგ პროცესის გასაგრძელებლად აუცილებლად უნდა აირჩიოთ რეჟიმი – “continue without registration” –  სისტემა მხოლოდ ამის შემდეგ მოგცემთ საშუალებას იხილოთ მოძიებული მასალა.

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხისა და  წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus