ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ შეგიძლიათ ისარგებლოთ Elsevier-ის ორი მნიშვნელოვანი პროდუქტით:

ScienceDirect – არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა,  რომელიც  მოიცავს  2000 დასახელების ჟურნალს,  ჯამში ორ მილიონზე  მეტი  სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect  ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტატიები, რომლებიც გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ძიების ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, სწორად მოახდინოს მისთვის რელევანტური მასალის მოძიება.  დაწვრილებითი ინსტრუქციები (როგორც ვიდეო ასევე საპრეზენტაციო გაიდები) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ბმულზე.

Scopus – წარმოადგენს ელ. ბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე.  ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.  სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა  დადგინოს, გაანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ავტორის/სტატიის ციტირების მაჩვენებელი.  ელ. ბაზა გვეხმარება მუდმივად ვაკონტროლოთ  მსოფლიოში  მიმდინარე კვლევების ტენდენცია მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში. რადგან სამეცნიერო კვლევები თანდათან  ხდება  გლობალური, ინტერდისციპლინარული და კოლაბორაციული, თქვენ საშუალება გეძლევათ შეაფასოთ ისინი კრიტიკულად და არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მიგნებები.  დაწვრილებითი ინსტრუქციები (როგორც ვიდეო ასევე საპრეზენტაციო გაიდები) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ  ბმულზე.

ელექტრონულ ბაზაზე წვდომისათვის, მიყევით შემდეგ ბმულს (http://library.iliauni.edu.ge/2011-05-11-12-30-04.html),  ჩამონათვალში მოძებნეთ ScienceDirect/ Scopus.

გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus