ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დღეიდან გთავაზობთ წვდომას ახალ ელექტრონული ბაზა HeinOnline-ზე.  ეს გახლავთ სამართლებრივი რესურსების უნიკალური ბაზა, რომელიც 2000 წელს დააფუძნა კომპანიამ William S. Hein & Co. და აერთიანებს 100 მილიონზე მეტ ჩანაწერს სამართლის განვითარების ისტორიის შესახებ, რომელიც მოცემულია ონლაინ, სრულად მოძიებადი, გამოსახულებაზე დაფუძნებულ ფორმატში.

HeinOnline წარმოაჩენს სამართლის განვითარების ისტორიას 1800 დასახელების პერიოდული ჟურნალების საშუალებით; ამასთან ერთად, HeinOnline მოიცავს კონგრესის ჩანაწერებს, ერთა ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებების სერიებს, ფედერალური რეესტრის არქივს 1936 წლიდან და ბევრ სხვა სასარგებლო რესურს მკვლევარებისათვის.

HeinOnline გთავაზობთ დოკუმენტების ბეჭდური ფორმატის ზუსტ გამოსახულებებს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ცხრილი, გრაფიკი, სურათი, ხელნაწერები თუ ფოტოსურათები მოცემულია ორიგინალში. ეს მახასიათებლები, გამოსახულებაზე დაფუძნებულ PDF ფორმატის საძიებელთან ერთად, უნიკალურს ხდის ამ ელექტრონულ ბაზას – შეიცავს რა დოკუმენტებს მათი თავდაპირველი მდგომარეობით.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus