თავფურცელი ბაზები და ჟურნალები

ScienceDirect_ButtonWhite

ScienceDirect  - არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა,  რომელიც  მოიცავს  2000 დასახელების ჟურნალს,  ჯამში ორ მილიონზე  მეტი  სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect  ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები.

 

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

ScopusWhite_WebButton

Scopus - წარმოადგენს ელ. ბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე.  ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.

 

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

000

 

Pscyinfo – მოიცავს სამეცნიერო ჟურნალებს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით ფსიქოლოგიის, მედიცინის, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, სულ 3,6 მილიონზე მეტ ჩანაწერს.  ელექტრონული ბაზა შეიქმნა American Psychological Association - მიერ და მისი განახლება ხდება ყოველკვირეულად.  ელექტრონული ბაზა საშუალებას აძლევს მკვლევარებს მოიძიონ დარგში არსებული ლიტერატურა და დაუკავშირდნენ უშუალოდ გამომცემლებს.

 

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

hein

 

HeinOnline აერთიანებს 100 მილიონზე მეტ ჩანაწერს სამართლის განვითარების ისტორიის შესახებ, რომელიც მოცემულია ონლაინ, სრულად მოძიებადი, გამოსახულებაზე დაფუძნებულ ფორმატში. ის წარმოაჩენს სამართლის განვითარების ისტორიას 1800 დასახელების პერიოდული ჟურნალების საშუალებით; ამასთან ერთად, HeinOnline მოიცავს კონგრესის ჩანაწერებს, ერთა ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებების სერიებს, ფედერალური რეესტრის არქივს 1936 წლიდან და ბევრ სხვა სასარგებლო რესურსს მკვლევარებისათვის.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe


Thomson

Thomson Reuters-ის ფარგლებში უნივერსიტეტის საზოგადოებას საშუალება აქვს ისარგებლოს ორი მნიშვნელოვანი პროფუქტით: Web of Science და Journal Citation Reports. Web of Science უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას მსოფლიოს წამყვან 12,000 მაღალიმპაქტფაქტორიან ჟურნალზე, ღია წვდომის ჟურნალსა და 150,000 კონფერენციის მასალაზე. Journal Citation Report გვთავაზობს მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების სისტემურ, ობიექტურ და კრიტიკულ შეფასებას ციტირების მონაცემების საფუძველზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელმისაწვდომია მონაცემები 2006 წლიდან დღემდე.

 

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

pro

ბიბლიოთეკა მოიცავს სფეროებისა და მიმათულებების მრავალფეროვან სპექტრს: ბიზნესი და პოლიტიკური მეცნიერებები, მხატვრული ლიტერატურა და ფსიქოლოგია, მედიცინა და სოციალური მეცნიერებები, ხელოვნება, ისტორია და სხვ. ასევე გთავაზობთ უწყვეტ წვდომას პოპულარული აკადემიური საგნების ფართო ჩამონათვალზე. ელექტრონული ბიბლიოთეკა ასევე მოიცავს 1971 წლიდან დღემდე გამოცემულ 5000-ზე მეტი დასახელების აკადემიური ჟურნალების, სპეციფიური გამოცემებისა (მაგ.: Entertainment Weekly, The Hollywood Reporter, Variety) და გაზეთების დივერსიფიცირებულ  ნაკრებს - მათ შორის სრულ ტექსტებს.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe


IMF

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) წარმოადგენს ელექტრონულ რესურს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას IMF-ის პერიოდულ გამოცემებზე, წიგნებზე, სამუშაო დოკუმენტებსა და კვლევებზე, ისევე, როგორც სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე. აერთიანებს რესურსებს მაკროეკონომიკაზე, გლობალიზაციაზე, ვაჭრობასა და სუბსიდიებზე, ისევე როგორც ტექნიკურ მხარდაჭერაზე, დემოგრაფიაზე, განვითარებად ქვეყნებზე, სიღარიბის დაძლევასა და სხვ.

detaluri unidan mirma gaidebi treningebi

 

sheekitxe

ebsco

 

EBSCO წარმოადგენს ჟურნალებისა და  საცნობარო გამოცემების უდიდეს კოლექციას, რომელიც მოიცავს: 13,100 სამეცნიერო გამოცემას, მათ შორის 4,600 ჟურნალს სტატიების სრული ვერსიებით, 8,500 ჟურნალს ინდექსირებული სტატიებითა და აბსტრაქტებით. ის აერთიანებს შემდეგ დარგებს: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეცნიერებები, ჯანდაცვა და მედიცინა, ბიზნესი, მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები და ეკონომიკა, საბიბლიოთეკო საქმე და მენეჯმენტი.

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

 

Jstor


მულტიდისციპლინური სამეცნიერო არქივი. ათასობით აკადემიური ჟურნალი და გამოცემა.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

 

muse

 

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფერო, 427 ელექტრონული ჟურნალი სტატიების სრული ვერსიით.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

bio one

 

აერთიანებს ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ და გარემოს დაცვის მეცნიერებებს.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe



Cambridge Journals


კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ციფრული არქივი. ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო, პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები, ხელოვნება, მედიცინა, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. 250-ზე მეტი ჟურნალი.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe



DOAJ


სოციალური, ჰუმანიტარული, ეკონომიკური, პოლიტიკური, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ხელოვნება, ბიზნესი და ეკონომიკა. 136 ჟურნალი.

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

ebrary

ნთროპოლოგია, ბიზნესი და ეკონომიკა, კომპიუტერული და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო მეცნიერებები, განათლება, ხელოვნება, ისტორია, ენა და ლიტერატურა,  პოლიტიკური მეცნირებები, სამართალი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, მედიცინა, საექთნო საქმე, ზუსტი მეცნიერებები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგია. 500-ზე მეტი გამომცემლობის 52,000 დასახელების ელექტრონული წიგნი, ჟურნალები, რუკები და სხვა მასალები.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 


Roial


აერთიანებს ბიოლოგიურ, ფიზიკისა და საინჟინრო–მათემატიკურ მეცნიერებებს.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe



Emerald


საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჰუმანიტარული, სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, საინჟინრო მეცნიერებები, განათლება, ბიზნესი, ეკონომიკა, ჯანდაცვა და მედიცინა. 200 ჟურნალი და 500-ზე მეტი ელექტრონული წიგნი.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe



Britanica


მულტიდისციპლინური აკადემიური საცნობარო გამოცემა.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

new


აერთიანებს ნაშრომებს, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ორგანოების მედიცინაზე და მისი ქვესპეციალობების დარგებზე, მათ შორის არის - კარდიოლოგია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია/ონკოლოგია, იმუნოლოგია/ალერგია, ინფექციური დაავადება, ნეფროლოგია, ნევროლოგია/ნეიროქირურგია, ფილტვების მკურნალობა და რევმატოლოგია.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

Oxford

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის აკადემიური და კვლევითი ჟურნალების ბაზა, ცნობილი და ავტორიტეტული ჟურნალები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მედიცინის, საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ დარგებსა და იურიდიულ სფეროში.

 

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

 

gutenberg

 

მულტიდისციპლინური ელექტრონული ბიბლიოთეკა. 33,000-ზე მეტი წიგნი სხვადასხვა სფეროში.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

0000

 

Journal of Autism and Developmental Disorders არის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც გამოიცემა 1971 წლიდან (თავდაპირველი სახელწოდებით Journal of Autism and Childhood Schizophrenia) მსოფლიოში აღიარებული  სამეცნიერო გამომცემლობაSpringer-ის მიერ.  ჟურნალი ფოკუსირებულია აუტისტური სპექტრის აშლილობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან.

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

 

Identity Studies

 

id


ჟურნალი "იდენტობის კვლევები" არის რეცენზირებადი, სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც შეიქმნა 2009 წელს შვეიცარიის სამეცნიერო საგრანტო ფონდის მხარდაჭერით. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინტერდისციპლინარული ცოდნის ფორმირებასა და გავრცელებას კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ჟურნალში გამოყენებული ძირითადი დისციპლინებია: სოციოლოგია, პოლიტოლოგია, კულტურის კვლევები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ჟურნალი გამოიცემა თანამედროვე კვლევით ინსტიტუტში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო).

 

detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe

 

 

კადმოსი

 

კადმოსი” რეფერირებადი სამეცნიერო გამოცემაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს ქართველოლოგიის დარგში, მათ შორის, ლიტერატურათმცოდნეობაში, ენათმეცნიერებაში, ფილოსოფიაში, კულტურულ ანთროპოლოგიასა (ეთნოგრაფია, ეთნოლოგია, მითოლოგია) და ისტორიაში (არქეოლოგია). ჟურნალი წელიწდეულია და გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელშეწყობით.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe


iliaunilibrary

 

სასწავლო სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალები, ვიდეო-ლექციები, აუდიო მასალა.


detaluri unidan mirma gaidebi treningebi sheekitxe