ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,

2016 წლის 26 ოქტომბრიდან  2017 წლის 26 იანვრამდე  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება საერთაშორისო  საგამომცემლო კომპანიის Bentham Sciences  სამეცნიერო ჟურნალების 2000-2016 წლებში  გამოცემული სტატიების სრული ვერსიები.

Bentham Sciences აერთიანებს მაღალ იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებს შემდეგი დარგში: მედიცინა, ფსიქიატრია, ფარმაცია, ბიოქიმია, იმუნოლოგია, ენდოკრინოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედიცინა, ნანოტექნოლოგიები, საინჟინრო მეცნიერებები, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები.

სტატიების სანახავად მიყევით ბმულს, ვებ-გვერდის საშუალებით სასურველი რესურსი შეგიძლიათ მოძებნოთ სამეცნიერო დარგის ან ჟურნალის დასახელების მიხედვით.

Bentham Sciences  ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.

გამოიყენეთ ბიბიბლიოთეკის  ელექტრონული  რესურსები  მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების  ჩასატარებლად.

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus